08:00 - 05 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 15:51:29, 289 ნახვა

პოლიტიკა
ნინო დოლიძე - რეპრესიები გრძელდება. ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი აღარ გააგრძელონ

„სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განაცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისს შეეხება.

როგორც დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისიის წარმომადგენლებს, ასევე, „ქართული ოცნების“ მხრიდან კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებსაც გააცნობენ.

„რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას და ვიზიტს, თქვენ იცით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და სხვადასხვა საკითხს შეეხება.

პირველი, უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს. [ჩვენ მათ მოვუყვებით] არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისის შესახებ და ჩვენი მხრიდან დანახული აღნიშნული კრიზისის შესახებ. ასევე, მოგვარების გზებზე.

მეორე საკითხი ეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ეს იქნება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული, თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები, რაც არის ამაზეც ვისაუბრებთ. ამ შეხვედრას ორი ნაწილი ექნება, კერძოდ, ერთი - პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი, ხოლო მეორე ზოგადად ცვლილებებს და მიღებულ არადემოკრატიულ კანონებს შეეხება“, - განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი „პატიმრობაში დატოვება არის აბსოლუტურად მიუღებელი“.

„ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ეს არის ძალიან სამწუხარო [გადაწყვეტილება] იმიტომ, რომ ჩვენ დღემდე არ გვყავს დაკავებული ან დასჯილი, რომლებიც დემონსტრანტებს უპირისპირებდნენ, არა მხოლოდ სახეში ურტყამდნენ, არამედ ვიხილეთ არაადამიანური მოპყრობა, წამება. ამიტომ ეს სტანდარტი, რასაც სასამართლოს მხრიდან ვხედავთ, არის გაგრძელდება იმის, რასაც აქამდე ვუყურებდით.

რეპრესიები გრძელდება. ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოქალაქეებმა ან პროტესტი აღარ გააგრძელონ, ან შეეშინდეთ, ან აღარ იყოს ხმამაღალი ხმა საქართველოს მოქალაქეების თუ სხვადასხვა ჯგუფების“, - აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის გაყვანის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან
ექიმი ამაღლობელზე - კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
უილსონი - საქართველო ცენტრალური აზიიდან წიაღისეულის ტრანზიტის საკვანძო კერაა
თსუ ნიკოლოზ კუტუბიძის დაკავებას ეხმაურება-ჯაბა სამუშია მზადაა შეხვდეს დაკავებული სტუდენტის ადვოკატს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics