20:24 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 15:22:43, 537 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და ამ ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაპოიანის განმარტებით, სომხეთის ხელისუფლება არ ფიქრობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რაიმე სხვით ჩანაცვლებაზე.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პარალელური პროცესია. ჩვენი ამოცანაა არა ამ დღის წესრიგის განხილვა, არამედ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის გაზრდა. სომხეთმა უნდა გაზარდოს თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში თუ ევროკავშირში.

ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებლები. ეს ნიშნავს არა ერთზე, არამედ ბევრზე დამოკიდებულებას და, ამავდროულად, ისეთი პირობების შექმნას, რომ ბევრი გარკვეულწილად დამოკიდებული იყოს ჩვენზე. ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი სახელმწიფო, რომ ჩვენს ეკონომიკას თუ რამე დაემართება, ეს აისახოს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც, ამ შემთხვევაში რისკები შემცირდება. არაფერი არ უნდა შეიცვალოს, აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაიზარდოს მოცულობები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ასევე გაიზარდოს ეს მაჩვენებელი სხვებთან ერთად“, – აღნიშნა პაპოიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics