|
2025-01-12 02:17:06, 483 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით
ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას!” - წერს უილსონი. ამასთან, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის მიერ 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდენტად არჩეული გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ ხმასა და ვენესუელელი ხალხის ნებას, ხოლო ასობით ათასი ადამიანი რეჟიმის წინააღმდეგ მართავს დემონსტრაციებს”. "გეთანხმებით, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, მადუროს რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი ორივე არალეგიტიმურია!"- წერს უილსონი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)