14:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 19:39:17, 647 ნახვა

სამართალი
ანდრო ჭიჭინაძის მამა - პროცესი პროცესისთვის, სამართალი კი არ ხდება

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მთელი პროცესი იყო „პროცესი პროცესისთვის“, და რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც 11 დაკავებულს კვლავ პატიმრობაში ტოვებს, არ იყო სამართლიანი.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ გამოტანილი იყო ის, რაც ორ თვიან საკითხს ეხებოდა. ქაღალდზე ყველაფერი გაწერილი იყო და გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. როგორც გავიგეთ, ეს იყო პროცესი პროცესისთვის – იმის საჩვენებლად, თითქოს რაღაც კეთდება. გაირკვა, რომ შესაძლებელია აქვე, ადგილზევე, რაღაც გაკეთდეს, მაგალითად, გირაოთი გათავისუფლება. მაგრამ რომელ გირაოზეა საუბარი, როდესაც არანაირ ქმედებას არ აპირებენ? ბოლოს ერთი რამ მინდა ვთქვა: გარკვეული ილუზია შემექმნა, თითქოს რაღაც შეცვლას ელოდა – დრო ძალიან გაიწელა, და მეჩვენებოდა, რომ შესაძლოა რაღაც ჩვენს სასიკეთოდ მოხდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, თუ რაღაც მართლა იცვლებოდა ჩვენს სასარგებლოდ, ვიღაცამ ჩაერია და ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც “საჭიროდ” მიიჩნიეს, და არა როგორც სამართლიანობა მოითხოვს, ეს ჩემი აზრია.“ - განაცხადა მსახიობის მამამ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 ადამიანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულები, და მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics