|
2025-01-10 15:04:02, 712 ნახვა
ეკონომიკა
ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაორმაგდა
2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 10-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული "ხაჭაპურის ინდექსის" თანახმად, 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 3,8%-იანი, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით შესამჩნევი – 8,4%-იანი ზრდაა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, სადღესასწაულო სეზონის დროს, რომელსაც საშობაო და საახალწლო სუფრების მზადებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა ახასიათებს, ინდექსმა თვიურ ჭრილში ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ყველის ფასი წინა თვესთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების ფასებზე უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა. "წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%). 2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ათწლეულში დეკემბრის ფასებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (3.61 ლარი). 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსმა რეკორდი დაამყარა და 0.6%-ით გადააჭარბა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკს – 6.99 ლარს. 2022 წლის პიკი განპირობებული იყო წლის განმავლობაში მიმდინარე განსაკუთრებული გარემოებებით, უკრაინის ომის შედეგად ინგრედიენტების ფასების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, 2023 წლის კლების შემდეგ, ხაჭაპურის ინდექსმა 2024 წლის დეკემბერში განაახლა აღმავალი ტენდენცია და მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს." - ნათქვამია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)