|
2025-01-10 11:32:45, 516 ნახვა
პოლიტიკა
ქეთი თურაზაშვილი - ,ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ ისურვა, ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობის გამოსწორება
„35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა. მითუმეტეს რომ ჩვენი ძალისხმევით, არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს." - ამის შესახებ განცხადება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა გააკეთა, მისი თქმით, საქართველოში პენსიონერების 50% - ნახევარს, საბანკო კრედიტი აქვს. „კრედიტების პირობებზე და ლიბერთი ბანკის დანაშაულებრივ სქემაზე, რომელზეც, შესაძლოა, ტელეკომპანია იმედის სრული ლოიალობის მოსაპოვებად სახელმწიფო თვალს ხუჭავს, სხვა დროსაც მისაუბრია, ამიტომ ახლა სხვა კუთხიდან... პენსიონერები ბანკის ვალებს არც ბინების შესაძენად იღებენ, არც სამოგზაუროდ და არც ბიზნესის წამოწყება/განვითარებისთვის. ეს უკიდურესი გაჭირვების, სიდუხჭირის კრედიტებია. 1500-2000 ლარი, პირველად საჭიროებებზე, ყოველდღიური ხარჯების - წამლების, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის, საკვების, გათბობის - დაფარვაზე მიდის, რასაც პენსიები უბრალოდ ვერ წვდება.
35 ლარი 300-ლარიანი პენსიის პირობებში არსებით დანამატად შეიძლება გასაღდეს - პენსიები 10%-ზე მეტით გაიზარდა. მაგრამ, როგორც არ უნდა შეხედო, 35 ლარი 35 ლარია.
,,ოცნებამ" ზუსტად იცის პენსიონერების მდგომარეობა. პირადად მე, 3 წლის განმავლობაში ,,მილიონჯერ" მისაუბრია ამაზე.. ათობით წერილი გავუგზავნე ეროვნულ ბანკს, და საპარლამენტო ფორმატში პირადად ავუხსენი არსებული მდგომარეობა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს - მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პარლამენტის წევრებს... 35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა. მითუმეტეს რომ ჩვენი ძალისხმევით, არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს. ,,ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ ისურვა, ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობის გამოსწორება და არჩია ,,business as usual" გაეგრძელებინა ირაკლი რუხაძესთან, იმის სანაცვლოდ, რომ მის ,,იმედს" ყოველ საღამოს მოხუცებისთვის მოეთხრო საქართველოში პენსიების უპრეცედენტო ზრდის შესახებ." - აცხადებს პოლიტიკოსი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)