18:47 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-05 17:30:32, 515 ნახვა

საზოგადოება
6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, ოკუპირებული აფხაზეთს დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა.

.ე.წ სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაიშვება გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში.

ბადრა გუნბამ გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის უფროსს, კონსტანტინე ფილიას დაავალა, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლი სრულად დაიწვა.

გუნბამ დაავალა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სხვა სამსახურებს ჩაატარონ საფუძვლიანი გამოძიება ტრაგედიის ყველა გარემოების გასარკვევად.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

ადგილობრივების ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics