12:34 - 01 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 15:38:50, 278 ნახვა

მსოფლიო
ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია

ის ფაქტი, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავსე იყო ნახვრეტებით, მთლიანად ხსნის დღის წესრიგიდან ჩიტებთან შეჯახების თეორიას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს მკაფიო მოთხოვნები წარუდგინა.

„სამწუხაროდ, რუსეთში ზოგიერთმა წრემ ამ თეორიის წამოყენება ამჯობინა. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო და გასაკვირი მომენტი იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა წამოაყენეს თეორიები თვითმფრინავში გაზის ბალონის აფეთქების შესახებ. ანუ ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა, რაც, რა თქმა უნდა, არავის არ ეკადრება. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს. რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“, - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში გაწევრიანება: - რას მოიგებს და რას დაკარგავს საქართველო
2024 ტრამპის წელი - ვიხსენებთ ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიას
2024 წლის ჰიბრიდული ომიები - რუსეთი მსოფლიოს წინააღმდეგ
მსოფლიო ახალ წელს აღნიშნავს: - რომელი ქვეყნები შეხვდნენ უკვე 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics