|
2016-03-02 16:27:15, 733 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილის განცხადებას მოსამართლის დისკრედიტაციად აფასებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილს განცხადებას მოსამართლის დისკრედიტაციად აფასებს. როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ზაზა ხატიაშვილის განცხადება პროვოკაციულია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას „თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის დისკრედიტაციად აფასებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. ზაზა ხატიაშვილის განცხადება პროვოკაციულია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქმე ეხება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის შესახებ ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ბათილად ცნო. განხილული საკითხის მიმართ ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სასამართლოს არაერთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზეც სამივე ინსტანციის სასამართლომ გააუქმა ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებები, კონკრეტული პირების ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. ტექნიკური ხარვეზი, რომელზეც ზ.ხატიაშვილი მიუთითებს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გასწორდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ზოგადად, ტექნიკური ხარვეზი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომლისგან არცერთი მოსამართლე დაზღვეული არ არის, მით უფრო მსგავსი ხარვეზის გასწორების საფუძვლებს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს. აქვე საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ მოსამართლე გ.მიქაუტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვეს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო მოპასუხე მხარე და შესაბამისად, ასოციაციის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზაზა ხატიაშვილის უკმაყოფილება სუბიექტური და ტენდენციურია“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქალოქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს გადაწყვეტილების შეცვლაში ადანაშაულებს. როგორც ხატიაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილებების გაყალბების გამო, მიქაუტაძის წინააღმდეგ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი თვის წინ განცხადებებიც აქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, ხატიაშვილის თქმით, მიქაუტაძის ამ თანამდებობაზე წარდგენა ამაზრზენი ფაქტია. “ეს არის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და არ შეიძლება ის ადამიანი დაინიშნოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, რომლის მიმართაც არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა. მოსამართლე მიქაუტაძემ გამოაცხადა ერთი გადაწყვეტილება და ბათილად სცნო ჩემი წერილი, და 2 კვირის შემდეგ, როდესაც ჩაგვაბარა გადაწყვეტილება, სულ სხვა რამ ჩაწერა და ბათილად სცნო არა მხოლოდ ზაზა ხატიაშვილის წერილი, არამედ აღმასრულებელი საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილება. მიზანი იყო, დაეფარა სავრაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ მას არ უნდა ეცნო წერილი ბათილად,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)