2024-12-26 17:19:10, 236 ნახვა
საზოგადოება
მერია - ისნის რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი რჩეულიშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, 68 930 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი ს. დოდაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა, სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედ განათება მოეწყო. 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. „ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სპორტულ მოედანს. 17 მისამართზე კი სკვერისა და საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, რ.გვენცაძის N32-ის მიმდებარედ 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო დასასვენებელი და გასართობი სივრცე. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 172 მისამართზე განხორციელდა; 1 240 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო; კულტურულ - საგანმანათლებლო და სპორტული 11 ღონისძიება გაიმართა: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 223 პროექტი განხორციელდა. აქედან 62 ლიფტი რეაბილიტირდა. 54 მისამართზე ქანობიან და ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ისნის რაიონში 2024 წელს შესრულებული სამუშაოებისათვის ჯამში, 31 607 070 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციაზე თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მოსკოვისა და კალუგის აეროპორტები დრონების თავდასხმის გამო დაიხურა
ირაკლი კობახიძე - როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში
ირაკლი კობახიძე - ნაცმოძრაობამ, ლელომ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე
ირაკლი კობახიძე - ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 780 860-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს დახმარება მიიღო
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|