11:36 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 11:46:06, 493 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

აქვე გაცნობებთ, რომ 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

ამასთან, 2025 წლის 6 იანვარს, ასევე 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics