|
2016-03-02 13:40:21, 617 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი USAID-ის პროექტის, „მმართველობა განვითარებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მხარდაჭერით ის კვლევები დაფინანსდა, რომელიც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესტონელი ექსპერტი, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად ჩართული კანონპროექტის მომზადებაში. შეხვედრაზე განიხილეს ის გამოცდილება, რომელიც ესტონეთში რეფორმის დაწყებას და მის განხორციელებას უკავშირდებოდა. „დღეს შედგა შეხვედრა ჩვენს დონორ ორგანიზაციასთან, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული და აფინანსებდა იმ კვლევებს, რომელიც ჩატარდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით. ასევე ვუმასპინძლეთ ესტონელ ექსპერტს, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებასა და რეკომენდაციების მომზადებაში. ამჟამად, მასთან ერთად ვიხილავთ უკვე მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე და ვმსჯელობთ იმ შენიშვნებსა და წინადადებებზე, რომელიც ამ პერიოდში გამოითქვა ბიზნესის მხრიდან, რათა პარლამენტში მოხდეს უკვე სრულყოფილი კანონის მიღება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა. „ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროსთან. „მმართველობა განვითარებისთვის" პროექტმა ტექნიკური დახმარება გაუწია ქართველ კოლეგებს. როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო რეფორმაში ხდება ესტონური მოდელის გადმოტანა, სწორედ ამიტომ, ჩვენმა პროექტმა მოიწვია ესტონელი ექსპერტი, რომელმაც ქართულ მხარეს რეკომენდაციები გაუწია. ჩვენი დახმარებით ასევე მომზადდა, „რეგულაციების გავლენის შეფასების" დოკუმენტი, რომელიც ვფიქრობ, ქართულ მხარეს დაეხმარება გაანალიზოს ის შედეგები, რომელიც აღნიშნული რეფორმის განხორციელებას უკავშირდება", - აღნიშნა USAID-ის პროექტის, „მმართველობა განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა, მაილო სტევანოვიჩმა. საგადასახადო კანონმდებლობაში განსახორციელებელ რეფორმას ფინანსთა სამინისტრო ასევე აქტიურად აცნობს ბიზნეს სექტორს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)