21:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 16:40:27, 455 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) უფროს ვიცე-პრეზიდენტ კრესო ანტონიო პალისკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ და კრესო ანტონიო პალისკამ, ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს და მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ AACI, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის ორგანიზაციების აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობს. როგორც ორგანიზაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც თავის მხრივ მომსახურების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა გაზარდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან და მის ექსპერტებთან თანამშრომლობა, საქართველოში, კიდევ უფრო განავითარებს ჰოსპიტალურ სექტორს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვაა და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics