21:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 16:39:18, 410 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. 

„კადეტებს მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობა აღნიშნეს. 

საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს“,- ნათქვამია ინფორმაციში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics