21:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 14:37:20, 567 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მენეჯმენტისგან დღის ეთერის გახსნას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მენეჯმენტისგან დღის ეთერის გახსნას ითხოვს. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც თანამშრომელთა ნაწილმა აღნიშნა, მენეჯმენტი აღნიშნულზე უარს ამბობს, რასაც ტექნიკური მიზეზით ხსნის.

„ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, პრინციპში, მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს...  მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური, მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომებისა და ნების შემთხვევაში, ტექნიკურად დღის რამდენიმესაათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელია“,- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, თამარ მშვენიერაძემ.

„მოამბის“ წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არსებობს ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუმცა არ არსებობს ნება და გადაწყვეტილება.

„ჩვენ აქ ვართ შეკრებილი ადამიანები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა რედაქციის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები - ჩვენ გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ერთადერთი რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ. ე.წ. საგანგებო მდგომარეობაზე მაუწყებელი გადადის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულები ვართ და გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას, როგორც ჩვენ ამას გვავალდებულებს კანონი და სხვადასხვა ვალდებულება, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია",- განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics