22:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 16:04:48, 443 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა შენდება

თბილისის მერმა კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამგორის რაიონში, N28 საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი 450 ბავშვზეა გათვლილი.

„ეს პროექტი 450 ბავშვზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის სამუშაოები დამთავრებული იქნება და აქაც იგივე მიდგომა გვექნება - გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი, დაწყებული სათამაშოებით, კვებით,  თეთრეულით, დასრულებული ინტერიერით და ა.შ. ჩვენ 15-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაწყებული და ეტაპობრივად, ქალაქში გვექნება სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბაღები", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მერიის ცნობითვე, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი  კახა აბულაძე და სამგორის რაიონის გამებელი კახა სამხარაძე. 

"საბავშვო ბაღის ძველი შენობა, საექსპერტო დასკვნის მიხედვით, გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც, მისი დემონტაჟი განხორციელდა. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა.

ახალი შენობა 15-ჯგუფზეა გათვლილი და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება. ინფრასტრუქტურის მასშტაბის გათვალისწინებით, სრულად დაკმაყოფილდება ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობის საჭიროება სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

N28 ბაღის ჯგუფები და პერსონალი ამჟად, ახლომდებარე ბაღებში არიან განთავსებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი პატარები ახალ შენობაში დაბრუნდებიან. პროექტის ღირებულება 7,5 მილიონი ლარია",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics