10:34 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 16:26:32, 649 ნახვა

სამართალი
შსს: ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მკაცრ ზომებს მიიღებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა.

" სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს",-აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ  კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს მიიღებს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics