00:38 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 18:11:13, 3196 ნახვა

საზოგადოება
„გორგიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

ჰიპერმარკეტი "გორგიას" მარკეტინგის ხელმძღვანელმა, გიორგი თურქაძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი თურქია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც თურქაძე აღნიშნავს, სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება მან 6 დეკემბერს დაწერა.

"მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით. რაც შეეხება კომპანია "გორგიას", რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე",- წერს გიორგი თურქაძე.

შეგახსენებთ, რომ ჰიპერმარკეტმა "გორგიამ" საპროტესტო აქციებზე თავდაცვისთვის საჭირო ნიღბები და სათვალეები გაყიდვიდან ამოიღო და აღნიშნა, რომ მათ აღნიშნული პროდუქცია მარაგში აღარ ჰქონდათ. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პროდუქცია საწყობშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics