09:42 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 15:34:26, 614 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება იმის, რაც დაადასტურებდა ამ გარემოებას რეალურად სამართალდარღვევა, მათ შორის, 166-ე ან 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა გვარამიამ, მაინც სასამართლომ მიიღო ეს უკანონო გადაწყვეტილკება. ამიტომ, აქ არაფერი სამართლიანი ამ სასამართლოში არ ხდება,  ეს ცალსახად უნდა ითქვას. უბრალოდ, სურდათ გვარამიას პატიმრობის  გაგრძელება და ასე მოიქცა სასამართლო“,- განაცხადა გვარამიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს.

დაკავება პარტია „დროას“ ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გვარამია მივიდა და სამართალდამცველებისგან მოითხოვა, რომ იურისტის სტატუსით შეეშვაათ პარტიის ოფისში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა.

აღნიშნულს პოლიციასა და გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics