06:44 - 05 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 22:15:33, 277 ნახვა

საზოგადოება
ლაშა მესხი: სოლიდარობა ხალხს და არა პროტესტს ამოფარებულ ბინძურ პოლიტიკოსებს. ვგმობ პოლიციის სიმხეცეს.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი: სოლიდარობა უცხადებს ხალხს და არა პროტესტს ამოფარებულ ბინძურ პოლიტიკოსებს. - ამის შესახებ მან "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

". რიგი მიზეზების გამო ჩემს სოციალურ ქსელებთან წვდომა ნახევარ წელზე მეტია არ მაქვს, თუმცა იმას რაც საქართველოში ხდება უკომენტაროდ ვერ დავტოვებდი.

საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას და დიახ, ჩემთვის ევროკავშირი არის ამის შესაძლებლობა. საერთაშორისო იზოლაცია დაღუპვის გზაა, არავინ ითხოვს ვასალურ დამოკიდებულებას ვინმესთან, თუმცა 1-1 ზე ისეთ ნაძირალა იმპერიალისტთან დარჩენა, როგორიც რუსეთია იქნება კატასტროფა.

ამას ახლა არა, 13 წელია ვამბობ. 

 ვგმობ პოლიციის სიმხეცეს ! 

ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი 7 ნოემბერს, 26 მაისს, 20 ივნისს და ყოველთვის!

შენ იმიტომ ჩაგაცვეს ფორმა, იმიტომ მოგცეს ხელში წიწაკის სპრეი და ჭავლი, რომ იმოქმედო იმ ფარგლებში რაც წინასწარ გაგიწერეს. წაქცეულზე და უკვე დაკავებულზე გადავლა არცერთ ნორმაში არ ჯდება.

თუ მოქმედებ ვალდებული ხარ დაიცვა გაწერილი პროტოკლი და არ იცხოველო!!!

კანონს გაცდენილი პოლიცია გვინახავს და მგონი, ვთქვით ერთხელ უარი ამ  ყველაფერზე.

ჩემი სოლიდარობა ხალხს და არა მართალ პროტესტებს ამოფარებულ ბინძურ პოლიტიკოსებს, რევანშისტებს, მევახშეებსა და ბიზნეს ელიტების ლეკვებს. უკვე ჩვევად ექცათ მართალ ხალხს ამოფარება და საკუთარი ბინძური მიზნებისკენ ასე სწრაფვა.

თუ ვინმეს გგონიათ ეს ბრაზი რაც ამ წუთას ქვეყანაშია, მხოლოდ პარტიული თუ სხვა მიზეზების გამოა ძალიან ცდებით. ევროკავშირი იქ მყოფ ხალხს უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა და დიახ, დაიღალა საქართველო ამდენი სიდუხჭირით, ჩაგვრით, პრობლემებით, ავადმყოფობებით და უპერსპექტივობით.


აქვე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩემს ყოფილ სამსახურში საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესს. 

მოგეხსენებათ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წლების წინ გამომაგდო სწორედ მაღლაფერიძე-გვიმრაძის დუეტმა.  იმიტომ, რომ მათ ვერ აიტანეს თანამშრომელთა უფლებებზე ორიენტირებული დასავლური ინსტიტუტი, პროფკავშირი მაუწყებლის შიგნით. ეს ყველაფერი მე 3 ინსტანციის სასამართლოთი დავამტკიცე. 

ამ მენეჯმენტის პირობებში საზმაუ თავის მთავარ ფუნქციას ვერასდროს შეასრულებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არავის სხვას! იქ მომუშავე არაანგაჟირებული, პროფესიონალები კი იმსახურებენ თავისუფალ და ღირსეულ სამუშაო გარემოს.

პარტიული თუ კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით ამ არხს აქვს სულ სხვა ვალდებულებები და სტანდარტები.


და ბოლოს, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს უკეთეს პოლიტიკურ კლასს, ადამიანზე ორიენტირებულ მთავრობას, სიტყვის თავისუფლებას, დაფასებას საკუთარ ქვეყანაში, ღირსეულ დასაქმებას, ჯანდაცვას, განათლებას და რაც მთავარია, 

მ ო ს მ ე ნ ა ს. მთავრობა როცა რიგით მოქალაქეებს არ უსმენს, მისი ამოსავალი ხალხი არ არის და განსხვავებულ აზრს მუშტით უპირისპირდება ეს კატასტროფაა. უკიდეგანო ჩიხია... ჩიხებში და წრეებზე სიარულის დრო კი ჩვენ არ გვაქვს. 

ტენდენციად იქცა, აქციების დროს ხალხის 2 სხვადახხვა ბანაკად დაყოფნა. ეს ყველაფერი პირადად არაერთხელ მინახავს და გამომიცდია. "ისტორიის სწორი მხარე" ან ნაცი ან ქოცი ან ლიბერალი ან ბნელი.

 მე არავის მხარეს არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა და ჩემი ქვეყნის განვითარების გზა არის ევროკავშირის, პროგრესის და არა რეგრესის ან წარსულში დაბრუნების.

წამი არ გვაქვს ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის. ნუ გავახარებთ ჩვენს მტერს. სიკეთე რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ იქნება საერთო. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა მივხედოთ. ძალა ხალხშია, მართალ უბრალო, ზეპარტიულ, მშრომელ ხალხში, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს! = აცხადებს ლაშა მესხი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქცია გრძელდება - ვითარება მშვიდია
რინკევიჩსი - ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით და ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ
პრეზიდენტი ირაკლი შაიშმელაშვილზე - ღირსეული ქართველი!
უილსონი - სახდეპმა თბილისის მერის, შს მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება უნდა დაიწყოს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია და დაშლა მე-6 დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics