02:02 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 15:11:48, 378 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას

ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას, -აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძემ , საჯარო მოხელეებს,  საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ, მათი შრომა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა და მინდა ამ შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას - მათი აზრი თანაბრად პატივსაცემია. სხვა საკითხია, ვის ვეთანხმები და ვის - არა. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს, რომლებმაც დღეს, შეიძლება, პროტესტი დააფიქსირეს და ემოციური ფონის „მსხვერპლნი“ არიან , ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ, არავითარი მიზეზი ჭიქაში ქარიშხლის მოწყობისთვის, ობიექტურად, არ არსებობს, ვინაიდან განუხორციელებადია ის გეგმა, რომელსაც ჰქვია, საქართველოში, "მაიდანიზაციის" განხორციელება“,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics