02:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 15:06:58, 361 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის განმარტებით, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

„მადლობა პრემიერ მინისტრს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის პრიორიტეტული საკითხების მიმართ იჩენს. მომდევნო წლიდან, არაერთი პროგრამა განიცდის ცვლილებას. შესაბამისად, პროგრამები, საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ, გაუმჯობესებული და გაძლიერებული სახით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული განვითარებაც, გვაქვს განსაკუთრებული გეგმები, ეს უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებას, ბავშვთა ინფექციურ მიმართულებას, ასევე - ბავშვთა ონკოლოგიას, მედიკამენტების ხარისხსა და კონტროლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პროდუქტი, რომელსაც საზოგადოება არათუ უბრალოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სრულად უფლებამოსილია აქ მკაცრად დააწესოს ის ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი ასეთი პროდუქციის დისტრიბუცია და სხვა“,- განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics