21:31 - 13 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 10:23:55, 465 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ “თიბისის“ ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს - “ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი სპეციალურად ბიზნსესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბიზნესისთვის სასარგებლო და რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.

ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:

  • მდგრადი ბიზნეს მოდელების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია
  • ბიზნესისთვის რელევანტური კლიმატის ცვლილების რისკები
  • სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმოხილვა
  • მწვანე დაფინანსების მიმოხილვა
  • მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები

ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა.

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა “თიბისის“ ბიზნესმომხმარებლებს აქვთ. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია რამდენიმე მონაწილის დასწრება. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაციის ფორმა

ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, “თიბისიმ“ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, “თიბისისა“ და “დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით “თიბისიში“ არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით.   ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს გაიმარჯვებენ
კობახიძე - ერთი რამ ვერ გათვალეს ოპონენტებმა, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა არ გვიჭირს
პრეზიდენტი - არსად არ მივდივარ - აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ლეგიტიმური ინსტიტუტი სჭირდება
სიკორსკი - ჩვენ ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებას მხარს დავუჭერთ

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics