16:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 19:57:00, 728 ნახვა

პოლიტიკა
ცესკომ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.

როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.

"აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას",- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცესკოში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკოს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

"პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics