|
2024-11-26 14:51:34, 427 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან
ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებსა და რიგითებს; ასევე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და გმირებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ღირსეულად და თავდადებით იმსახურეს. მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული ჯარის მიმართ “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოხატული განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც, მისი თქმით, მადლობას იმსახურებს როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ისე პოლიტიკური გუნდის მიმართ. მინისტრობის კანდიდატმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკურ გუნდს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)