|
2016-02-29 12:41:50, 651 ნახვა
სამართალი
ხატიაშვილი ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ევროსაბჭოში იშიმშილებს
სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის შერჩევა, კითხვებს უჩენს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ევა გოცირიძემ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ დანიშვნისას ხმა მისცა და დღეს გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ლევან მურუსიძეს ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა. ზაზა ხატიაშვილი ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ევროპის საბჭოში შიმშილობით იმუქრება. "თუ ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის არ იყო ამორალური ლევან მურუსიძესთან მხარდაჭერა, ჩემგან კითხვის ნიშნები გააჩინა და ფაქტობრივად როდესაც აღმოჩნდა, რომ ევა გოცირიძემ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების ხმები, ეს უკვე არის დადასტურება იმისა, რომ ლევან მურუსიძეს ლობირებდა ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით. მე ვაპირებ, კვირიკაშვილი გავაფრთხილო, რომ სახელმწიფო აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში, თუ ევა გოცირიძის წარდგენა მოხდება. მე პირადად და ანაც ალბათ შემომიერთდება, ჩვენ წავალთ ევროპის საბჭოში, აუცილებლად იქ გამოვაცხადებთ შიმშილობას. ეს იქნება სკანდალი", - განუცხადა ზაზა ხატიაშვილმა "რუსთავი2"-ს. ცნობისთვის, სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობისსაპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი. კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)