|
2024-11-23 12:28:12, 531 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების ახალად რჩეულმა პრეზიდენტმა “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დონალდ ტრამპის გუნდთან დაახლოებულ 4 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნიობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას გეგმავს, რომლის მთავარი მოვალეობა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მოგვარება იქნება. თუმცა, აღნიშნული თანამდებობის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. რიჩარდ გრენელი 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გერმანიაში აშშ-ის ელჩი იყო, სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა და ასევე, დროებით აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. როგორც Reuters-ი იუწყება, ივლისში, რიჩარდ გრენელმა უკრაინაში „ავტონომიური ზონების“ შექმნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნული იდეის მიმართ, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალების, მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)