|
2024-11-22 13:58:39, 786 ნახვა
ეკონომიკა
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს. Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს, რომელთა საერთო ფართიც 730კვ.მ-ს შეადგენს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 5,476 ერთეული ექსკლუზიური ავტომობილი გაყიდა, ხოლო ევროპაში 1,054-ის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 19%-ს შეადგენს.
„თეგეტას“ მიერ Bentley Tbilisi-ს ოპერირების დაწყება კომპანიის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ემთხვევა. კერძოდ, ულტრა შესაძლებლობების მქონე ორი ჰიბრიდული მოდელის - მეოთხე თაობის Continental GT-ს და Flying Spur Speed-ის წარდგენას, ასევე Mulliner-ის პერსონალიზაციაზე მოთხოვნის ზრდას.
რიჩარდ ლეოპოლდი, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და MEAI-ს რეგიონული დირექტორი: „თბილისში წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის ისტორიაში ახალი ეტაპია. ვითვისებთ ბაზარს, სადაც ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ. საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის პერიოდი იდეალურად არის შერჩეული. ბაზრის გაფართოება სწორედ ახალი, მეოთხე თაობის Continental GT-ის წარდგენას ემთხვევა. ჩვენ მოუთმენლად ველით Bentley Tbilisi-ს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონში წარმატების მისაღწევად. ასევე მივესალმებით მომხმარებელს ჩვენი მოდელების სრული ასორტიმენტისა და Bentley-ს გამოცდილების გასაზიარებლად“.
Bentley Tbilisi უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთა და ბრენდის მოყვარულთათვის, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. ოპერაციული გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, რომელიც მზადაა, უპასუხოს მომხმარებლების შეკითხვებსა და საჭიროებებს. --- Bentley Motors წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ კრუში მდებარეობს და ქმნის სრული ოპერაციების ცენტრს, რაც მოიცავს დიზაინის შემუშავებას, R&D-ს (ავტომობილების კვლევა და განვითარება) ინჟინერიას და კომპანიის ხუთი სამოდელო ხაზის - Continental GT-ს, Continental GT-ს Convertible-ს, Flying Spur-ს, Bentayga-სა და Bentayga EWB-ს წარმოებას. Bentley გაერთიანებული სამეფოს ძვირადღირებული ავტომობილების კომპანიაა, რომლის დახვეწილი ოსტატობის კომბინაცია და უნარები თაობებს გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილებასთან და უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად. ის ბრიტანული წარმოების მაღალი ღირებულებების საუკეთესო მაგალითია. Bentley-ს კრუს შტაბ-ბინაში დაახლოებით 4000 ადამიანია დასაქმებული.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)