|
2024-11-22 11:28:47, 440 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერს აღმაშფოთებელს უწოდებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "აღმაშფოთებელი" უწოდა. "სისიხლის სამართლის სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. კიდევ ერთხელ განვმარტავ: რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ICC გადაწყვეტილებაში, არ არსებობს თანასწორობა ისრაელსა და ჰამასს შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელთან ერთად მუქარის წინააღმდეგ. მისი უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ. მანამდე, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ „რჩება ღრმად შეშფოთებული პროკურატურის დაპატიმრების ორდერის გამოცემის დაჩქარებით და შემაშფოთებელი პროცედურული შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება“. არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას. ვინაიდან სასამართლოს არ ჰყავს საკუთარი „პოლიცია“, რომის სტატუტის მონაწილე 124 სახელმწიფოა პასუხისმგებელი მისი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, იხსენებს AFP. იმავდროულად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტის დაკავება ICC ორდერების შესაბამისად სავალდებულო გადაწყვეტილებაა. ”ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იქნას დაცული და განხორციელდეს”, - თქვა ბორელმა 21 ნოემბერს იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. სიტუაციაზე.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)