13:48 - 23 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 15:04:46, 237 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე შოუჰოუნგ იანგს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის გენერალური  დირექტორის მოადგილე შოუჰონგ იანგს საქართველოს პავილიონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დასავლეთ საქართველოში სადრენაჟე სისტემების განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია სადრენაჟე სისტემების მართვის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დრენირებული ნიადაგი დამატებითი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

როგორც შოუჰონგ იანგმა განაცხადა, საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი წელია ნაყოფიერად მიმდინარეობს. სახეზეა პროგრესი სხვადასხვა სექტორში, მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც ეფუძნება მდგრად განვითარებას, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემების მოდერნიზაციაზე. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის მიმართულებით.

“ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ დავიწყეთ კლიმატგონივრული სარწყავი სექტორის განვითარების პროგრამა (2023-2028), რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადობისა და პროდუქტიულობის გაზრდას. ეს ამბიციური პროგრამა ფოკუსირებულია სარწყავი სისტემების მოდერნიზებაზე ქვემო სამგორში, რომელიც მოიცავს 7300 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას. მოძველებული ღია არხების თანამედროვე სარწყავი სისტემებით ჩანაცვლებით, ჩვენ არა მხოლოდ გავაუმჯობესებთ წყლის გამოყენების ეფექტიანობას, არამედ უზრუნველვყოფთ წყალზე უკეთ წვდომას ფერმერებისთვის“,- განაცხადა შამუგიამ.

აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში დოლარის კურსმა 2022 წლის მარტის შემდეგ, პირველად გადააჭარბა 103 რუბლს
უილსონი - ვმუშაობთ იმაზე, რომ „მეგობარი აქტი“ დადებითად გადაწყდეს - რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს, იმას პატივს ვცემ
ქართული ღვინის წარდგენა ავსტრიაში, საერთაშორისო ფესტივალზე Orange Wine Festival-ი გაიმართა
ქართული ღვინის წარდგენა ავსტრიაში, საერთაშორისო ფესტივალზე Orange Wine Festival-ი გაიმართა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE
" style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen>
აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics