|
2024-11-21 12:40:17, 392 ნახვა
საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქარველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. „ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, 160 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით მიმდინარე თვეში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)