2024-11-21 12:10:23, 246 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამისშესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრელებს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებ იმსჯელეს. „აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზებაა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე - სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ირაკლი ღარიბაშვილი: -ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე
მამუკა მდინარაძე - ვიღაცებს ჰქონდათ ამ ქვეყანაში ნაცმაიდნის მოლოდინი რაც ვერ მოახერხეს
ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგს გამართავს
ზურაბიშვილი - დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება
|
ომი უკრაინაშირუსებმა ტერნოპოლს დრონებით შეუტიეს
ევროკავშირის ლიდერები კიევში ახალი თანამდებობების დაწყების პირველ საათებში ჩავიდნენ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE ვითარება რუსთაველის გამზირზე - დარბევის მე 4 დღე - პირდაპირი
|