2024-11-21 09:54:24, 257 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან ლოხიშვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, ლოხიშვილი ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.
ქართველ მებრძოლს სამშობლოში 25 ნოემბერს ჩამოასვენებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,