2024-11-20 19:00:54, 247 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - „შუა დერეფნის" განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს
საქართველო ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია ზოგადად აღმოსავლეთ - დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია "შუა დერეფნის" ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია,- ამის შესახე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითაშვილმა დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში "მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ" მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო. მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში „შუა დერეფნის" მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კლიმატზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს ზემოქმედების, ასევე „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივებზე, მისი გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი როლი აქვს. "ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსია ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც „შუა დერეფნის" განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე ვისაუბრეთ „შუა დერეფნის" შემდგომი განვითარების ხუთწლიან გეგმაზე. ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში „შუა დერეფნის" კუთხით ჩვენ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს, იმ ზრდაზე, რომელიც 2022 და დამატებით 2023 წლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება და „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, მან მინისტერიალზე გამოსვლისას აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო პროექტებზე, როგორიცაა არსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტი, რომელიც დასასრულ ეტაპზეა. მისი განცხადებით, ასევე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალსა და გაციფროვნების ოპერაციებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც უფრო მდგრადი და კლიმატ-გონივრული იქნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
სამელიორაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
|
ომი უკრაინაშისაჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
უკრაინის ომბუდსმენი კურსკის ოლქში, ალყაში მოხვედრილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
დღის თემა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|