2024-11-20 11:43:26, 248 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ESG მიმართულების ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია - „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ „საქართველოს ბანკის“ პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ნაკლებობას უკავშირდება. მისი საუბარი, ასევე, შეეხო მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებობს და განიხილა სამომავლო გეგმებიც, რომლებიც ბანკს მდგრადობის მიმართულებით აქვს განსაზღვრული. ამ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ:
მეორე პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადი დაფინანსება: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“, ანა ოსაძემ „საქართველოს ბანკში“ დანერგილი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. პანელი ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ. პანელური დისკუსის მონაწილეებმა მკაფიო ანგარიშგების, რეგულაციების შესაბამისობისა და მდგრად დაფინანსებაში პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკების შესახებ იმსჯელეს. სესიაზე ასევე განხილული იყო საუკეთესო პრაქტიკები, გამოწვევები და ახალი სტანდარტები, რომლებიც აძლიერებს ანგარიშვალდებულებას და ორგანიზაციებს მდგრადი ფინანსური ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება. ამ პანელზე მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების აზერბაიჯანის ქსელის ქვეყნის მენეჯერმა, სამირ მამადოვმა, აზერბაიჯანის მეწარმეობის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსმან ხალიევმა, თურქეთის განვითარების საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იბრაჰიმ ოზთოფმა და Freedom Holding Corp-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა ბაგლანა მუსინამ.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკში“, ESG სტრატეგია ბიზეს სტრატეგიის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტი ESG კრიტერიუმებს ითვალისწინებს როგორც ბიზნეს დაკრედიტების, ისე შემდგომი მონიტორინგის, შესყიდვებისა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს. ავტორი: R (რეკლამა), სტანო - თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ესკალაციის კიდევ ერთი ნიშანი იქნება
სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ
„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვორქშოფები ჩატარდა
ზელენსკი - ყველა მახასიათებელი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა
|
ომი უკრაინაშისტანო - თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ესკალაციის კიდევ ერთი ნიშანი იქნება
ზელენსკი - ყველა მახასიათებელი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|