|
2024-11-19 12:31:56, 417 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული სტარტაპი - Roamingo შემოვიდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.
ამ ეტაპზე, Roamingo-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)