|
2024-11-12 17:30:36, 699 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ
“საქართველოს ბანკის“ გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. 6 ნოემბერს 1 200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ 50-დან 10 000 ლარამდე ფულადი პრიზები მიიღო. მათ გათამაშებაში მონაწილეობისთვის, “საქართველოს ბანკის“ ციფრულ არხებში - სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ტრანზაქცია შეასრულეს და ბილეთები დააგროვეს. გათამაშება სამ ეტაპად - 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა, ფინალი კი 13 იანვარს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბერს გამოვლინდა როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ისე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე გათამაშდა:
ცნობისთვის, ბილეთები გროვდება ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში ისეთი ყოველდღიური ტრანზაქიცების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა. “მოხარული ვართ, რომ გათამაშებისადმი დიდი ინტერესი გამოვლინდა და პირველ ეტაპზე 1 200-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმე დაჯილდოვდა, მათ შორის, გათამაშდა ამ ეტაპის მთავარი პრიზი - 10 000 ლარი. ვფიქრობთ, გათამაშებას ორი მნიშნველოვანი დანიშნულება აქვს - ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში დროისა და რესურსების დაზოგვაში, და, მეორე მხრივ, წვდომას აძლევს მათ დამატებით ფულად რესურსზე, რაც მათ საქმიანობის განვითარებისთვის გამოადგებათ. გათამაშება გრძელდება და მომდევნო ეტაპებზეც კვლავ ასობით ინდ. მეწარმეს მივცემთ მსგავს შესაძლებლობას“,- აცხადებენ “საქართველოს ბანკში“. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც “საქართველოს ბანკში“ ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. თუ ჯერ არ ხართ “საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.
ტრამპმა და პუტინმა, მორიგ ჯერზე ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპის შვილებს პენტაგონისთვის უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გადაყიდვა სურთ
საფრანგეთი ირანში ავიამზიდს და სამხედრო გემებს გაგზავნის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის კონვენციიდან გამოსვლას აპირებს
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არმავირში ნავთობის საწყობს შეუტიეს
ხარკოვში რუსებმა მაღალსართულიანი შენობა დაბომბეს: 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)