|
2024-11-12 11:55:47, 424 ნახვა
მსოფლიო
ანტისემიტმა ისლამისტმა რადიკალებმა, ამსტერდამში მორიგი პოგრომი მოაწყვეს
რამდენიმე ათეული პროპალესტინელი ახალგაზრდა მამაკაცი ორშაბათს, 11 ნოემბერს საღამოს, ამსტერდამის დასავლეთ რაიონში აჯანყდა. პოლიციის ცნობით, სამართალდამრღვევებმა ავტომობილები და ველოსიპედები დააზიანა, ასევე ქუჩის მანქანებს ცეცხლსასროლი იარაღი დაუშინეს. ამავე დროს ისინი ყვიროდნენ ლოზუნგს „თავისუფალი პალესტინა“ და ებრაელებს „კიბოს“ უწოდებდენ. გარდა ამისა, ვანდალები თავს დაესხნენ ტრამვაის. ჩაამტვრიეს მინები, დაუშინეს ცეცხლსასროლი იარაღი და ცეცხლის წაკიდება სცადეს. მგზავრებმა გაქცევა მოახერხეს. შემთხვევის ადგილი პოლიციის მობილურმა განყოფილებამ გაასუფთავა. გერმანული საინფორმაციო არხის ntv-ის ცნობით, გვიან საღამოს იქ შედარებით სიმშვიდე იყო. პოლიციამ რამდენიმე დააკავა. გამოქვეყნების მომენტში შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ იყო. 7 ნოემბერს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ისრაელის გულშემატკივრებს ისრაელის კლუბ „მაკაბის თელ-ავივის“ და ჰოლანდიური „აიაქსის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ. ბევრი თავდამსხმელი პალესტინის დროშებს ატარებდა და პროპალესტინის და ანტისემიტურ ლოზუნგებს ყვიროდა. თავდამსხმელებმა ასევე სცადეს შეჭრა სასტუმროებში, სადაც ისრაელები იმყოფებოდნენ. ისრაელში მომხდარს ანტისემიტურ პოგრომს უწოდეს, ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემამ გამოაცხადა ანტისემიტიზმის „აფეთქება“, რომელიც „დიდი ხანია არ უნახავთ“. ბევრმა ევროპელმა და მსოფლიო ლიდერმა იმ დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელებზე თავდასხმები ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს მოგვაგონებს. 10 ნოემბერს ამსტერდამში კვლავ გაიმართა პროპალესტინის აქცია, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დააკავეს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)