19:27 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 14:12:20, 538 ნახვა

სამართალი
საბა ბუაძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ბუაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, არ აპირებს პროკურატურაში მისვლას და დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაელოდება.

"ჩემი განწყობის გალამაზებაზე დილიდან იზრუნა ჩვენი სპეტაკი პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დამიბარა.ამ "პატიოსან" მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას, ცხადია, არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე.ამასობაში, ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?"- წერს ბუაძე.

შეგახსენებთ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილიც იყვნენ დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics