23:21 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 13:24:59, 312 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული ბანკი: „საქართველოს ბანკი“ მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერია

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, „2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსების პორტფელმა დაახლოებით 932 მილიონი ლარი შეადგინა”, საიდანაც, "საქართველოს ბანკის" დაფინანსების ჯამური მოცულობა 726 მილიონი ლარია.

"საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკი" წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, არამედ 2023 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე დაფინანსების  მიხედვითაც. კერძოდ, „ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების 78% "საქართველოს ბანკის" მიერ იყო გაცემული“.

"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესებმა ინვესტირება რამდენიმე ძირითად მწვანე სექტორში განახორციელეს, რაც დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ მათი ბიზნესის განვითარებაზე (მაგალითად ნაკლები საოპერაციო ხარჯები), არამედ ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

"საქართველოს ბანკის" მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ინვესტირება განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოებაში, ნარჩენების მართვაში,  მწვანე ტრანსპორტში, ენერგოეფექტურობასა და მდგრად სოფლის მეურნეობაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშში აღნიშნული მიღწევები, მწვანე დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ  რამდენად  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკი ქვეყნის კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში, მდგრადი მომავლის შექმნასა და დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მწვანე დაკრედიტების გაზრდას მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნითა და მდგრად პრაქტიკებზე ცნობიერების ამაღლებით“,- განაცხადა ანა ოსაძემ, "საქართველოს ბანკის"  ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინონ ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics