|
2024-11-05 23:20:20, 420 ნახვა
მსოფლიო
შეერთებული შტატებში საარჩევნო უბნების წინ ხმის მიცემის მსურველთა რიგებია
შეერთებულ შტატებში დღეს საარჩევნო უბნების წინ რიგები უკვე ჩამოყალიბდა. ამით ისარგებლა დონალდ ტრამპმა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კონკურენტები დემოკრატიულ პარტიაში. „რადიკალურ კომუნისტ დემოკრატებს უნდათ, რომ ჩაალაგოთ ნივთები და წახვიდეთ სახლში“, - წერს ის მიკრობლოგის ქსელ X-ზე. ექსპრეზიდენტმა თანამოქალაქეებს მოუწოდა მოთმინებისკენ ხმის მიცემისას. "თქვენ უნდა მისცეთ ხმა, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს. დარჩით რიგში!" - დაამატა მან. კამალა ჰარისი აპირებს დააკვირდეს ხმის მიცემის პროცესს ჰოვარდის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1986 წელს. "აი, სადაც პირველად ვიყარე კენჭი არჩეულ თანამდებობაზე", როგორც სტუდენტური საბჭოს წარმომადგენელმა, - განმარტა ჰარისმა რამდენიმე წლის წინ. აგვისტოში ვიცე პრეზიდენტი ეწვია საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების მოსამზადებლად. ჰარისმა შემდეგ უთხრა სტუდენტებს, რომ ერთ დღეს მათ „შეიძლება შეერთებული შტატების პრეზიდენტად იყარონ კენჭი“. 1867 წელს დაარსებული კერძო უნივერსიტეტი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ 100-მდე უნივერსიტეტიდან და კოლეჯიდან, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა აფროამერიკელების განათლებისთვის.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)