|
2024-11-03 20:14:32, 485 ნახვა
მსოფლიო
ვალენსიაში ესპანეთის მეფე ფილიპ VI-ს და მისი ცოლს ლეტიცია სტუმრობისას ტალახი ესროლეს
ვალენსიაში ესპანეთის მეფე ფილიპ VI-ს და მისი ცოლს ლეტიცია სტუმრობისას ტალახი ესროლეს - ამის შესახებ Reuters იუწყება. მეფე და დედოფალი ვალენსიაში ჩავიდნენ, რათა შეეფასებინათ სიტუაცია დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ. თუმცა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილობრივებმა დაიწყეს ჭუჭყის, ქვების, ჯოხებისა და ბოთლების სროლა ფილიპე VI-სა და მის მეუღლეზე და ყვირილი „მკვლელები“ და „გამოდით გარეთ“. მეფე და დედოფალი არ დაშავებულან. ადგილობრივი მაცხოვრებლების საჩივრები იყო, რომ ხელისუფლებამ დაგვიანებით გააფრთხილა ისინი ქარიშხლისა და წყალდიდობის საშიშროების შესახებ, შემდეგ კი ნელნელა რეაგირებდნენ სტიქიაზე. პრემიერ მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, აღმოსავლეთ ესპანეთში, ვალენსიის პროვინციაში წყალდიდობას 214 ადამიანი ემსხვერპლა. მან ასევე დაამატა, რომ ეს წყალდიდობა ყველაზე სერიოზული სტიქია იყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ათასობით მაცხოვრებელი კვლავ რჩება ელექტროენერგიის გარეშე. წყალდიდობა გამოწვია ქარიშხალმა დანამ, რომელმაც 29 ოქტომბერს ესპანეთის რეგიონებში ძლიერი ნალექი მოიტანა. პირველი რვა საათის განმავლობაში ვალენსიაში 490 მმ წვიმა მოვიდა, რაც დაახლოებით წლიური ნორმაა. ვალენსიაში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ესპანეთის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)