08:18 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-03 13:14:49, 448 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს

ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, არც უკრაინას და არც რუსეთს არ სურს პროცესში დამარცხებულად წარმოჩენა.

"საჭიროა სამართლიანი გამოსავლის პოვნა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ორივე მხარესთან. ჩვენ ორივე მხარეს ვუსმენთ, თუმცა მეგობარი ყოველთვის მწარე სიმართლეს ამბობს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს. ორივე მხარის დაღლილობამ, შესაძლოა, 2025 წელს ახალი ვითარება შექმნას. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია",- განაცხადა ფიდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics