|
2024-11-01 13:31:45, 530 ნახვა
ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რისი თქმის საშუალებას იძლევა უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები?
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც "თიბისი კაპიტალის" პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელია. ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ კვლავ ძლიერია ტრადიციული ტურიზმი და დაკრედიტება, ხოლო ჯამურ ხარჯებში გამოხატული მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია. "თიბისის" არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც დაახლოებით მსგავსი ტენდენცია იკვეთება. ლარის კურსის მხრივ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვა და ეს მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა. მაშინ, როდესაც ოქტომბრის მონაცემები ჯერ არაა ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი. თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებით პრაქტიკულად მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა. ამ მხრივ, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების ცვლილებისას, კონვერტაციები უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს და ერთგვარად, ეს ფაქტორი დაგროვილი ბუფერის კუთხით უნდა იყოს განხილული. პროგნოზებს რაც შეეხება, მართალია არაერთი დაშვების გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ჩანს, "თიბისი კაპიტალის" ზაფხულის შემდეგ უცვლელი საბაზო სცენარი, რომელიც 2024 და 2025 წლების პერიოდის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს ითვალისწინებს, კვლავ დიდწილად ძალაშია. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)