|
2024-10-29 17:09:28, 1186 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენს სახელმწიფოს ზიანს ვერ მიაყენებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცედ გამოხატა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. "კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველის ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მტკიცედ გამოხატა მისი ნება, რომ ისინი მხარს უჭერენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ყველა ბრალდება, რომელიც ეხება არჩევნების გაყალბებას, არ ეფუძნება არანაირ ფაქტს, არანაირი საფუძველი არ არსებობს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, "ოპოზიცია იმედგაცრუებულია რადგან მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად". "ეს, რა თქმა უნდა, არის იმედგაცრუება რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს იმ დავალების შესრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ქვეყანაში. ხალხის ძალა არის უზენაესი და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოთ. ძალას და ხალხის ნებას ძალით ვერავინ ვერ შეცვლის. შესაბამისად, დღევანდელი დღეც არის მაგალითი, რომ ამ არჩევნების შედეგები, რომელიც არის ძალიან ცხადი ყველასთვის, არის ლეგიტიმური, გვაძლევს იმის აბსოლუტურ საშუალებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ხალხის სამსახური და ყველა ის საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რაც გვქონდა დაწყებული. ოპოზიციას არ აქვს ხალხის უმრავლესობის ნდობა, შესაბამისად, ეს იმედგაცრუება და იმედგაცრუებით გამოწვეული აქციები, ჩვენ და ჩვენს სახელმწიფოს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს და ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. და, კიდევ ერთხელ, როგორც არის ხალხის დავალება, გაგრძელდება ხალხის სამსახური",- განაცხადა რიჟვაძემ.
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)