|
2024-10-24 19:41:37, 496 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობს, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის
მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის,- ასე მიმართა BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს. მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით უნდა ცხოვრობდეს და მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში. "პატივცემულმა ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა. ჩვენ ისედაც ასე ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. BRICS-ის მიზანია, შევქმნათ თანამშრომლობის აუცილებელი მექანიზმები და შევქმნათ ხელსაყრელი ატმოსფერო საერთო სახლში. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ, მათ შორის, გაერო-სთან მჭიდრო კოორდინაციით",- განაცხადა პუტინმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)