|
2024-10-24 15:15:26, 388 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაცია საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საარჩევნო ადმინისტრაცია, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ“. "სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე. გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას",- ნათქვამია საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)