02:24 - 24 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 10:11:40, 224 ნახვა

საზოგადოება
მერია - 23 ოქტომბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა

დედაქალაქში, 23 ოქტომბერს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რის გამოც თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს. 

"გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ; მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით. 

მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ. 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კერძო ავტომობილებით გადაადგილებისგან, რათა მგზავრობისას დისკომფორტი არ შეექმნათ",- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე - გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ანკარაში, ტერაქტის შედეგად. დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 22
კობახიძე - დღეს ძალიან ინერვიულა მთელმა ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილმა - ინერვიულონ, ჩვენ შეგვიძლია, ცივი წყალი გავუგზავნოთ
მამუკა მდინარაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics