12:35 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 16:36:49, 454 ნახვა

საზოგადოება
ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - „თიბისი დაზღვევა“

ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს.

ამასთანავე, ამ პირობის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს დამატებით ბენეფიტებს, კერძოდ:

  • თეგეტას 200 ლარიანი ვაუჩერი
  • ავტომობილის სრული დიაგნოსტიკა: ელექტრონული დიაგნოსტიკა, სავალი ნაწილის დათვალიერება, აკუმულატორის რესურსის და ანტიფრიზის დონის შემოწმება, საბურავის ნახრის შემოწმება
  • თეგეტას პერსონალური მენეჯერის მომსახურება თბილისის მასშტაბით ულიმიტოდ
  • თეგეტა გოლდის ბენეფიტი (ფასდაკლება ან ქეშბექი)
  • ულიმიტო რეცხვა 50% ფასდაკლებით პროვაიდერ სამრეცხაოებში:  პროვაიდერების სია
  • საგზაო დახმარება 24/7: ევაკუატორის მომსახურება, საწვავის მიწოდება, ავტომობილის დაქოქვა, საბურავის გამოცვლა

"თიბისი დაზღვევა" მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის საუკეთესო, თანამედროვე გამოცდილების შექმნაზე. თეგეტა მოტორსის მომსახურების ხარისხი გვარწმუნებს, რომ აღნიშნული პროდუქტი კიდევ უფრო გაუმარტივებს მომხმარებლებს ავტომობილის ფლობას.

ისარგებლე ყვლზ სწრფ ავტდზღვვით, გაიგე მეტი

*არსებული შეთავაზების გამოყენებას შეძლებენ მომხმარებლები, რომლებიც 15,000$-ზე მეტი ღირებულების ავტომობილს ფლობენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics