2024-10-18 13:17:19, 216 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით,მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია. "2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსავლები 2,5-ჯერ მეტად იზრდება ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტს შეადგენს. "ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც წლის ბოლომდე, ისე მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა შევამციროთ სხვაობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. მათ შორის, ხორციელდება არაერთი სტრუქტურული რეფორმა. ასევე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინფრასტრუქტურის და ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. უპრეცედენტოდ მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რასაც ხელს უწყობს ეფექტიანი მარეგულირებელი გარემო და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მიმართულია როგორც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ. ასევე გამოვყოფდი პოლიტიკას, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით,"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, მინისტრის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს
პრემიერი - არჩევნების დასრულებისთანავე დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას და კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა
კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს
რიჟვაძე - მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაც მოძრაობის“ მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება
|
ომი უკრაინაშისამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის ომში 12 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა
ტრამპმა პუტინის ნარატივი გაიმეორა და ზელენსკი ომის დაწყებაში დაადააშაულა
არჩევნები 2024
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - მოვუწოდებთ ცესკოს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|